logo_geo
მუმბაიში შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- +

16 ივლისი. 2019. 15:39

 

მუმბაიში შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი ნანგრევებში ადამიანების პოვნას და მათ გამოყვანას ცდილობენ. ამ დრომდე მაშველებმა ხუთი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. მათ შორის ერთი ბავშვია.

 

ინდოეთის ქალაქში ოთხსართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია. გავრცელებული ცნობით, შენობა 100 წლის წინ იყო აშენებული და შესაძლოა, ყოველწლიური წყალდიდობების შედეგად დაზიანდა.

 

ინდოეთში სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობები, ყოველწლიურად ათობით შენობას აზიანებს. ამის მთავარ მიზეზად გაუმართავი ინფრასტრუქტურა სახელდება, რაც წყალმოვარდნებს ვერ უძლებს.

 

ოფიციალური მონაცემებით, ყოველწიურად ინდოეთში შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ათასამდე ადამიანი იღუპება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი