logo_geo
ხორვატიაში, ფესტივალ „ფრეშ აილენდიდან“ ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

16 ივლისი. 2019. 15:46

 

ხორვატიაში, ფესტივალ „ფრეშ აილენდიდან“ ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მიზეზი ფესტივალის ლოკაციასთან ახლოს გაჩენილი ტყის ხანძარია.

 

ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორია მალევე ავტომობილებით დაატოვებინეს. ისინი უახლოეს ქალაქში ჩაიყვანეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი