logo_geo
სირიაში ბაზარზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
- +

17 ივლისი. 2019. 10:47

სირიაში ბაზარზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

როგორც ცნობილია, საჰაერო თავდასხმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იდლიბის პროვინციაში მოხდა.

 

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავიაგამანადგურებელი, რომელიც იდლიბის პროვინციაში არსებულ სოფელ მაარ-შორენს დაესხა თავს, ბაშარ ალ ასადის არმიას ეკუთვნის.

 

ჰუმანიტარული ორგანიზაციები იუწყებიან, რომ ბოლო თვეებში ოპოზიციონერების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათგან 157 ბავშვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი