logo_geo
ებოლას ეპიდემიის გამო კონგოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

18 ივლისი. 2019. 01:09

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

თუმცა ეპიდემიის გამო საზღვრის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან ორგანიზაციის განმარტებით, რეგიონს გარეთ დაავადების გავრცელების რისკი მაღალი არ არის.  

 

ეპიდემიას კონგოში წლის განმავლობაში 1 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მიმდინარე კვირაში, გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ გომაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

 

 

big_banner
არქივი