logo_geo
იაპონიაში, „ანიმეს“ სტუდიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

18 ივლისი. 2019. 10:45

 

იაპონიაში, „ანიმეს“ სტუდიაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც სააგენტო „კიოდო“ იუწყება, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 40-ზე მეტი. დაზარალებულებიდან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

ინციდენტი ქალაქ კიოტოში მოხდა. როგორც მედია წერს, ხანძარი შენობაში განზრახ გააჩინეს. ადგილზე დაკავებულია 41 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელში ბენზინის ავზი ეჭირა. ის ასევე დაშავდა და საავადმყოფოში იმყოფება.

 

გავრცელებულ კადრებში ჩანს „კიოტო ანიმეიშენის“ კუთვნილი შენობა, რომელიც თითქმის განადგურებულია. ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრეები.

 

დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი