logo_geo
სომხეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს 13 ადამიანი დაშავდა
- +

18 ივლისი. 2019. 10:47

 

„სომხეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს 13 ადამიანი დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ავრცელებს.

 

ვებგვერდ „ჰექტ.ამ“-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ქალაქ იჯევანში გაიმართა. ამავე წყაროს ცნობით, აქციის მონაწილეებმა საქართველოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და ზამთრის სეზონისთვის ტყეში შეშის შეგროვების უფლება მოითხოვეს. სამართალდამცავებმა ჩახერგილი გზის გახსნა სცადეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

 

შედეგად, საავადმყოფოში 13 ადამიანი მოხვდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

 

როგორც სომხური მედია წერს, საპროტესტო აქციამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, გზაზე 24-საათიანი საგუშაგოები დააყენეს, რომელთა მიზანიც ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის შემთხვევების აღმოფხვრაა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი