logo_geo
აშშ-მა ირანის მიმართ სანქციები გაამკაცრა
- +

19 ივლისი. 2019. 02:48

 

ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები ირანის 5 მოქალაქისა და 7 კომპანიის წინააღდეგ დაწესდა.

 

უწყების ინფორმაციით, სასანქციო სიაში მოხვედრილი ადამიანები და კომპანიები დაკავშირებულები არიან ირანის ცენტრიფუგული ტექნოლოგიების კომპანიასთან, რომელიც ბირთვული საწვავის გამდიდრების სფეროში მუშაობს.

 

აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ირანის ცენტრიფუგული ტექნოლოგიების კომპანია წამყვან როლს ასრულებს ურანის გამდიდრების ბირთვულ პროგრამაში. 7 კომპანიიდან 4 ჩინეთში, 1 კი ბელგიაში მდებარეობს.

 

 24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.

 

ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აშშ-მა 2018 წლის 5 ნოემბერს აამოქმედა. სანქციათა სია მას შემდეგ არაერთხელ გაფართოვდა. შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკის, გადაზიდვის, გემთმშენებლობისა და სხვა არაერთ სექტორს. მაშინ პრეზიდენტი   ტრამპი ამბობდა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანს ახალი მოლაპარაკებების დასრულებისკენ აიძულებდა.

 

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი