logo_geo
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
- +

19 ივლისი. 2019. 11:23

 

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოში სულ მცირე ექვსი ადამიანია გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად მთლიანად დაიწვა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა ცეცხლის ჩაქრობა უკვე შეძლეს. ევაკუირებული მოქალაქეები სახლებში ბრუნდებიან.

 

ამასთან, რამდენიმე თვის წინ ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელიც მეჩეთში შეიჭრა, 51 ადამიანი მოკლა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი