logo_geo
საფრანგეთში 200 ადამიანი დააკავეს
- +

20 ივლისი. 2019. 12:09

 

საფრანგეთის პოლიციამ 19 ივლისის ღამეს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში სპონტანური მანიფესტაციის მოწყობისთვის, ალჟირის ნაკრების 200-მდე გულშემატკივარი დააკავა, იტყობინება „BFM“.

 

წყაროს ცნობით, 177ადამიანი პატიმრობის ქვეშ დარჩა, ხოლო დანარჩენები ხელწერილით გაუშვეს. დაკავებულების უმრავლესობა პარიზზე მოდის, საფრანგეთის დედაქალაქში 102 ადამიანია დაპატიმრებული.

 

შეგახსენებთ, რომ ალჟირის ეროვნული ნაკრები აფრიკის ეროვნებათა თასის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში სენეგალს ანგარიშით 1:0 მოუგეს.

 

ტურნირზე მესამე ადგილის მფლობელი ნიგერია გახდა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი