logo_geo
მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება
- +

20 ივლისი. 2019. 20:28

 

მოსკოვში 20 ათასზე მეტი ადამიანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

რუსეთის დედაქალაქში შეკრებილი მომიტინგეები მოითხოვენ, ოპოზიციის კანდიდატებს სექტემბერში დაგეგმილი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურების დარეგისტრირების უფლება მიეცეთ.

 

აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერებიც, მათ შორის ალექსეი ნავალნი შეუერთდა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატებს დარეგისტრირების საშუალება არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა მათგანმა რეგისტრაციისთვის საჭირო მინიმუმ 5 000 ხელმოწერა შეაგროვა. პუტინის მთავრობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მხარდამჭერთა ხელმოწერები ბათილად უსამართლოდ ცნო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი