logo_geo
გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას დაეცა
- +

20 ივლისი. 2019. 23:27

 

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ  ბრუხზალში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და შენობას დაეცა.  დაღუპულია სამი ადამიანი.

 

საფრენი აპარატი შტუტგარტიდან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქში, ტექნიკის მაღაზიაში შევარდა. 

 

უცნობია, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და ისიც, მიიღო თუ არა ვინმემ დაზიანება შენობაში. ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა. ასევე უნობია, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე გათიშულია ელექტროენერგია. შენობა ბრუხზალის აეროდრომთან ახლოს მდებარეობს.

 

პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ, პილოტი დაუგეგმავ დაშვებას ახორციელებდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი