logo_geo
ალექსანდრ ლუკაშენკომ პრეზიდენტობის 25 წლისთავზე ამნისტია გამოაცხადა
- +

21 ივლისი. 2019. 00:08

 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავისი პრეზიდენტობის 25 წლისთავზე ამნისტია გამოაცხადა. ამნისტიის შესახებ კანონი ექვს ათას მსჯავრდებულს შეეხება, მათგან ორი ათასი საპატიმროდან გათავისუფლდება. კერძოდ, ამნისტია შეეხება არასრულწლოვნებს, ორსულებს, მარტოხელა მამებს, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ, საპენსიო ასაკის პირებს, შშმ პირებს, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებს, ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი კატასტროფის შედეგად დაზარალებულებს, ვეტერანებს და სხვებს.

 

ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ამნისტიის შესახებ კანონი გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არ არიან მსჯავრდებულები მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.

 

ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამნისტია ბელარუსის ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს უკავშირდება. ამასთან, პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადება, რომ კანონის მიღების მიზანს „ჰუმანიზმის პრინციპების განხორციელება“ წარმოადგენს.

 

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი 1994 წლის 20 ივლისს გახდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი