logo_geo
თურქეთში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

21 ივლისი. 2019. 10:53

 

„თურქეთში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ „სიენენ თურქი“ ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ასევე დაკარგულია ექვსი ადამიანი.

 

სტიქიამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე დუზჯეს პროვინცია დააზარალა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ასევე დაზიანებულია ავტომობილები და ავტომაგისტრალები.

 

დატბორილი ზონიდან ევაკუირებულია ათობით ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი