logo_geo
Google-ს დასასაქმებელთა დისკრიმინაციისთვის 11 მილიონ დოლარს გადაიხდის
- +

21 ივლისი. 2019. 12:28

 

 

კორპორაცია Google $11 მილიონს გადაიხდის - იუწყება Bloomberg-ი.

 

გამოცემის ცნობით, კომპანიის ჯარიმის გადახდა ასაკობრივი დისკრიმინაციის გამო დაეკისრა, რასაც Google თანამშრომლების შერჩევისას იჩენდა. პირველ  ეტაპზე კომპანია $35 ათასს 227 პირს გადაუხდის, რომელთაც კომპანიასთან დისკრიმინაციაზე პრეტენზია აქვთ.

 

გამოცემის ცნობით, ყველაფერი სარჩელით დაიწყო, რომელითაც ქალმა სასამართლოს მიმართა. ის აცხადებდა, რომ კომპანიაში დასაქმება 4 -ჯერ სხვადასხვა პოზიციაზე სცადა, თუმცა ასაკის გამო უარი მიიღო. ქალმა კომპანია თანამშრომლების შერჩევისას ასაკობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

 

Google ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ქალიც და სახვა თანამშრომლებიც კომპანიაში არასაკმარისი ცოდნის და უნარების გამო არ აიყვანეს

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი