logo_geo
საქართველოში გახსნილ უბანზე გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა
- +

22 ივლისი. 2019. 10:46

 

საქართველოში, უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე გახსნილ უბანზე გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 100 პროცენტი და ხმების 35 პროცენტი ზელენსკის პარტიამ მიიღო.

 

უკრაინის პრეზიდენტის თანაგუნდელები ლიდერობენ ასევე სომხეთში 47 პროცენტით და აზერბაიჯანში 42 პროცენტით.

 

უკრაინის ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე გამართულ კენჭისყრაზე, საერთო ჯამში, დათვლილია ბიულეტენების 94 პროცენტი და ზელენსკის პარტიას 29 პროცენტი აქვს, ხოლო პოროშენკოს პარტიას - 28 პროცენტი.

 

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. ეგზიტპოლის მონაცემებით, მეცხრე მოწვევის რადაში სულ პარტია შედის. ესენია „ხალხის მსახური“, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, „ევროპული სოლიდარობა“, „ბატკივშინა“ და „ხმა“.

 

 

 

 

big_banner
არქივი