logo_geo
ტრამპი დემოკრატ კონგრესმენ ქალებს ისრაელისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს
- +

22 ივლისი. 2019. 11:08

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტიის წევრები ისევ გააკრიტიკა. ამის შესახებ „VOA“ წერს.

 

თეთრი სახლის ლიდერმა ამჯერადაც დემოკრატიული პარტიის კონგრესმენ ქალებს მიმართა და მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

 

„არ მჯერა, რომ ოთხ კონგრესმენ ქალს ჩვენი ქვეყნის სიყვარული შეუძლია. მათ ბოდიში უნდა მოიხადონ იმ საშინელებებისთვის, რაც მათ თქვეს“, - დასძინა ტრამპმა.

 

პრეზიდენტს გაცხადებაში არ დაუკონკრეტებია, რის გამო უნდა მოიხადონ ბოდიში კანონმდებელმა ქალებმა. რამდენიმე კონგრესმენ ქალზე დონალდ ტრამპმა განცხადება გასულ კვირასაც გააკეთა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  თუ ამერიკა არ მოსწონთ, შეუძლიათ, იმ ქვეყნებში წავიდნენ, საიდანაც ჩავიდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი