logo_geo
სომალიში აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
- +

22 ივლისი. 2019. 16:44

 

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროსთან აფეთქებისას შვიდი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო.

 

დაშავებულთა შორის 17 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

თვითმხილველთა ცნობით, აფეთქება მოგადიშოს აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი