logo_geo
კოპენჰაგენი სანტა-კლაუსების კონგრესს მასპინძლობს
- +

24 ივლისი. 2019. 11:14

 

დანიაში სანტა-კლაუსები შეიკრიბნენ. კოპენჰაგენი სანტა-კლაუსების ყოველწლიურ 62-ე კონგრესს მასპინძლობს. ამის შესახებ „Reuters“ წერს.

 

ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 150 სანტა-კლაუსი მონაწილეობს. რამდენიმედღიანი ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე იმართება წვეულებები, პერფორმანსები და სხვადასხვა კონკურსი.

 

საერთაშორისო სახალისო ღონისძიება პირველად 1957 წელს გაიმართა. მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სანტა-კლაუსები ერთმანეთს ზაფხულში ყოველწლიურად ხვდებიან.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი