logo_geo
რუსეთის სამხრეთ ნაწილსა და სამხრეთ კავკასიაში მასშტაბური სწავლება დაიწყო
- +

24 ივლისი. 2019. 11:15

 

საქართველოში NATO-ს სწავლების პარალელურად, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, ასევე სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსულ ბაზებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ „Кавказский Узел“ წერს.

 

მანევრებში რუსეთის 58-ე და 49 -ე არმიები, საავიაციო და სახმელეთო დანაყოფები, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე მდებარე ბაზების პირადი შემადგენლობა იღებს მონაწილეობას.

 

სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სწავლების მიზანი თავდასხმის მოგერიებაში მომზადებაა. საერთო ტაქტიკურ მოქმედებების შემუშავებაში კი სომხეთში განთავსებულ 102-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობაც ჩაერთვება. წვრთნებში ჩართული იქნება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ყველა შენაერთი.

 

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019“ საქართველოში 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო ჩაერთვება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი