logo_geo
ზელენსკის პარტიას რადაში უმრავლესობა ექნება
- +

26 ივლისი. 2019. 13:05

 

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ყველა ხმა დათვლილია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მეცხრე მოწვევის პარლამენტში 5 პოლიტიკური პარტია შევა. ყველაზე მეტი ხმა 43,16% ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა“ 13,05%-ით, მესამეზეა იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა“ 8,18%-ით, მეოთხეზე პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ 8,10%-ით და ხუთეულს ასრულებს პარტია „ხმა“ 5,82%.-ით , რომლის ლიდერი, მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკია.

 

საკანონმდებლო ორგანოში ზელენსკის პარტიის 254 დეპუტატი შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის პირველ პირს პარლამენტში უმრავლესობა ექნება.

 

რადის პირველი სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი