logo_geo
ვენეციის კინოფესტივალის 2019 წლის პროგრამა გამოქვეყნდა
- +

27 ივლისი. 2019. 10:53

 

ვენეციის 76-ე კინოფესტივალმა პროგრამა გამოაცხადა. წელს „ოქროს ლომისთვის“ იბრძოლებენ რომან პოლანსკი, როი ანდერსონი, ჰიროკაძუ კორეედა, სტივენ სპილბერგი და სხვა რეჟისორები. კონკურსანტ ფილმებში რეკორდულად ბევრი კინოვარსკვლავი მონაწილეობს, ბრეტ პიტით დაწყებული, რობერტ დე ნიროთი დამთავრებული. და ბოლოს, ვენეციის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა არის ის, რომ პირველად ისტორიაში ძირითად კონკურსში მონაწილეობს ფილმი, რომელიც კომიკსს ეფუძნება. ეს არის „ჯოკერი“ ჰოაკინ ფენიქსის მონაწილეობით.

 

 

ევროპულ კინოფესტივალებს ამდენი ვარსკვლავი ერთად დიდი ხანია არ უნახავს. ესენი არიან ბრედ პიტი, ტომი ლი ჯონსი, რეობერტ დე ნირო, ჰოაკინ ფენიქსი, პენელოპა კრუზი, გაელ გარსია ბერნალე, ჟულიეტ ბინოში, იტან ჰოუკი, სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი, კატრინ დენევი, ჯონი დეპი, დევიდ ტიულისი, რობერტ პატისონი, მერილ სტრიპი, ჟან დიუჟარდენი - ესეც კონკურსის მონაწილეების ჩამონათვალია და არა სრული სია.

 

 

კონკურსანტ რეჟისორებს შორის, რომლებიც „ოქროს ლომის“ პრეტენდენტები არიან, რამდენიმე ცოცხალი კლასიკოსია. პირველ რიგში, ესაა 85 წლის რომან პოლანსკი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა #Mეთოო-ს ტალღაზე ყველა სიიდან ამოშლილია, ევროპულ ფესტივალებზე პატივსაცემ სტუმრად მიიჩნევენ. მისი „მე ბრალს ვდებ“ („ჟ’Aცცუსე“), ჟან დიუჟარდენით მთავარ როლში, დრეიფუსის საქმეს ეხება - პროცესს, რომლიდანაც თანამედროვე ევროპული ანტისემიტიზმი დაიბადა. მეორე ცნობილი რეჟისორი - როი ანდერსონია, რომელსაც წინა ფილმმა „მტრედი ტოტზე ზის და ცხოვრების საზრისზე ფიქრობს“, მას „ოქროს ლომი“ მოუტანა. ახალი ფილმი, რომელზეც გავლენა მოახდინა „ათას ერთი ღამის ზღაპრებმა“, „უსუსრულობის შესახებ“ („Aბოუტ Eნდლესსნესს“) ჰქვია.

 

 

ყველა ელოდება იაპონელი ჰიროკაძუ კორეედას პირველ ევროპულ ფილმს - სწორედ მისი „მაღაზიის ქურდები“ იქცა კანის სენსაციად, მიიღო რა შარშან ამ ფესტივალის მთავარი პრიზი; კინოჩვენებას ეს ფილმი გახსნის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა სტივენ სოდერბერგია - ბოლო ოცი წლის დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული „სამრეცხაო“ პანამის დოკუმენტებს ეძღვნება და ცნობილი ადამიანების დიდ ჯგუფს მოუყარა თავი.

 

 

ოდნავ ნაკლებად ცნობილები არიან ფესტივალების მუდმივი სტუმრები: ამერიკელები ჯეიმს გრეი (ეპიკური ფანტასტიკა „ვარსკვლავებისკენ“ ბრედ პიტის მონაწილეობით) და ნოა ბაუმბახი („ქორწინების ისტორია“); ფრანგები რობერ გედიგიანი („გლორია მუნდი“) და ოლივიე ასაიასი („კრაზანების ქსელი“ - ჯაშუშური ტრილერი 1980-90-იანი წლების კუბაზე); ჩინელი დისიდენტი ლოუ ე („შაბათის გამოგონება“); ჩილელი პაბლო ლარაინი („ემა“); კანადელი ატომ ეგოიანი („საპატიო სტუმარი“). ყველაზე დამაინტრიგებლად გამოიყურება ორი პროექტი: კოლუმბიელი სირო გერას პირველი ინგლისურენოვანი ფილმი („გველის ამბორი“, „გადამფრენი ფრინველები“), რომელიც მან ნობელის ლაურეატის ჯონ კუტზეეს რომანის „ბარბაროსების მოლოდინში“ მიხედვით შექმნა და რა თქმა უნდა, „ჯოკერი“. ისტორიაში პირველად, მეინსთრიმულ კომიკსზე დაფუძნებული ფილმი სერიოზული კინოფესტივალის პროგრამაში შეიტანეს. ამ ხმაურიანი პროექტის ავტორი ტოდ ფილიპსია. მაგრამ, დიდი ალბათობით, ჰოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გადაღებული ფილმი ცნობილი ხუმარა-ტერორისტის შესახებ, კომედია სულაც არ არის.

 

 

კონკურსში მხოლოდ ორი რეჟისორი ქალია წარმოდგენილი: ხაიფა ალ-მანსური საუდის არაბეთიდან ფილმით „იდეალური კანდიდატი“ და დებიუტანტი შენონ მერფი ფილმით „სარძევე კბილი“. მაგრამ ვენეციის ჟიურის წელს ქალი, არგენტინელი ლუკრესია მარტელი ხელმძღვანელობს. ის ცნობილია თავისი რადიკალური და უკომპრომისო არტ-კინოთი, რომელშიც ის არ უთმობს მეინსთრიმს და ეგრეთ წოდებულ ბაზრის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ აინტერესებთ, როგორი იქნება მისი ვერდიქტი.

 

 

არასაკონკურსო პრემიერებიდან ყველაზე დიდი ინტერესია ბენედიქტს ენდრიუსის პოლიტიკური ტრილერის „სიბერგის“ მიმართ, რომელიც ნამდვილ ამბებს ეფუძნება: ვარსკვლავ ჯინ სიბერგის როლს აქ კრისტენ სტიუარტი ასრულებს. მაყურებელი ნახავს ასევე პაოლო სორენტინოს „ახალი პაპის“ ორ სერიას (ამასთან მეორეს და მეშვიდეს). სპეციალურ მოვლენად იქცევა ცაი მინლიანის სინეფილური შედევრის „ურჩხულის თავშესაფრის“ (2003) ჩვენება, რომელიც რეჟისორის ცოცხალი პერფორმანსით გაფორმდება.

 

 

ვენეციის კინოფესტივალი 2019 წლის 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი