logo_geo
ფილიპინებში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
- +

27 ივლისი. 2019. 11:30

 

ფილიპინებში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. BBC-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,4 და 5,9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბატანესის პროვინციაში იყო, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს.

 

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიპინების ოფისმა სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა ფოტოები, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზიანებული და დანგრეული სახლები ჩანს.

 

ფილიპინები არქიპელაგს წარმოადგენს, რომელიც სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი