logo_geo
21 ივლისის არჩევნებში სააკაშვილის პარტიის შუალედურ ფინანსურ ანგარიშში დარღვევა აღმოაჩინეს
- +

27 ივლისი. 2019. 13:46

 

 

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 ივლისის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ შუალედურ ფინანსურ ანგარიშში დარღვევა აღმოაჩინა. ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

 

უწყებამ ამის შესახებ ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიაწოდა. საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის გარდა, დარღვევა აღმოჩნდა კიდევ სამი პარტიის ფინანსურ ანგარიშში.

 

გავრცელებული ცნობით, დარღვევები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ფონდებში ფულადი სახსრების ჩარიცხვებსა და მოხმარებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი