logo_geo
მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე 450-მდე ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან
- +

27 ივლისი. 2019. 19:26

 

 

მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე 450-მდე ადამიანი დააკავეს. პოლიცია იმ ოფისში შევიდა, საიდანაც მიტინგის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. ტრასლაცია ალექსეი ნავალნის არხზე „ნავალნი ლაივი“ ოპოზიციონერ ვლადიმირ მილოვს მიჰყავდა, რომელიც პოლიციამ დააკავა.

 

აქციის დაწყებამდე დაკავებული ოპოზიციონერი კანდიდატი იულია გალიამინა სასამართლოშია გადაყვანილი. მას „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობაში მოწოდებისთვის“ მუხლით ასამართლებენ.

 

მიტინგზე პოლიციამ ხალხი მცირე ჯგუფებად დაშალა და სხვადასხვა მიმართულებით გაფანტა. პოლიცია ცდილობს დემონსტრანტები მოსკოვის მერიის შენობასთან არ მიუშვას.

 

აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები. ამასთან, პოლიცია ტელეარხ „დოჟდის" რედაქციაში შევიდა, რომელიც ერთადერთი ოპოზიციური არხია.

 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი