logo_geo
მოსკოვში პოლიციამ 27 ივლისს გამართულ აქციაზე 1000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, დაშავებულია ათობით ადამიანი
- +

28 ივლისი. 2019. 11:18

 

მოსკოვში პოლიციამ 27 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციაზე 1000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ხელკეტების გამოყენებით დაშალეს. დაშავდა ათობით ადამიანი. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

 

დემონსტრაციაში ათასობით მოქალაქე ესწრებოდა. ისინი უკვე ორი კვირაა მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დემონსტრაციას საფრთხე უწოდა და პირობა დადო, რომ ქალაქში საზოგადოებრივ წესრიგს აღადგენს.

 

შეგახსენებთ, საარჩევნო კომისიამ მოსკოვის სათათბიროს სექტემბრის არჩევნებში არაერთ ოპოზიციონერ კანდიდატს დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. ერთ-ერთი მათგანის, დიმიტრი გუდკოვის განცხადებით, „ბოლო ილუზია, რომ შეგვეძლო პოლიტიკაში ლეგიტიმურად მიგვეღო მონაწილეობა, გაქრა“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი