logo_geo
ციმბირის ტყეში მასშტაბური ხანძარია
- +

28 ივლისი. 2019. 12:09

 

ციმბირის ტყეში მასშტაბური ხანძარია. როგორც რუსეთის საგანგებო სამსახურები იუწყებიან, ცეცხლი სამ მილიონ ჰექტარ ტერიტორიაზეა მოდებული.

 

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ირკუტსკის, იაკუტიისა და კრასნოიარსკის ოლქებში. როგორც გარემოს დამცველები ამბობენ, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლი პოვოლჟიემდე და ყახაზეთამდეც კი აღწევს. მათივე თქმით, ხელისუფლება სტიქიის მასშტაბებს ვერ აღიქვამს.

 

„გრინფისის“ წარმომადგენელთა მტკიცებით, ხანძრის ჩაქრობაში სათანადო რაოდენობის მეხანძრეები და ტექნიკა არ მონაწილეობას. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ზოგიერთ რაიონში ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებსაც უახლოვდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი