logo_geo
ევროკავშირი მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს გმობს
- +

28 ივლისი. 2019. 14:21

 

ევროკავშირი მოსკოვში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას გმობს.

 

„მოსკოვში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ცნობილი ოპოზიციონერები და ჟურნალისტები. ისინი თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვდნენ. მოსკოვში დაკავებები და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულად გამოყენება, კიდევ ერთხელ სერიოზულად უთხრის ძირს გამოხატვის და შეკრებების ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ეს ფუნდამენტური უფლებები უზრუნველყოფილია რუსეთის კონსტიტუციით და ჩვენ ველოდებით რომ მათ დაიცავენ“, - წერია ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერის მაია კოსიანჩიჩის განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი