logo_geo
ევროპის ქვეყნებში რეკორდული სიცხის გამო რამდენიმე ადგილი ეკოლოგიური უბედურების ზონად გამოცხადდა
- +

29 ივლისი. 2019. 00:52

 

ევროპის ქვეყნებში რეკორდული სიცხის გამო რამდენიმე ადგილი ეკოლოგიური უბედურების ზონად გამოცხადდა.

 

euronews-ის  ცნობით, გერმანიაში ჰანოვერის რეგიონში რამდენიმე ტბა დაშრა, ხოლო მდინარის დონემ დაიწია. გარემოსდამცველებს დამშრალი ტბებიდან თევზი იმ წყალსაცავებში გადაჰყავთ, სადაც წყლის დონე უფრო მაღალია. თუმცა პრობლემის დაძლევა ყველგან ვერ ხერხდება.

 

კლიმატოლოგები აცხადებენ, რომ უახლოეს წლებში ევროპაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, რაც გარემოს შეცვლას გამოიწვევს.

 

ევროპა რეკორდული სიცხის მეორე ტალღამ მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი