logo_geo
მოსკოვში, აქციაზე დაკავებული 152 ადამიანი კვლავ პოლიციის განყოფილებებში რჩება
- +

29 ივლისი. 2019. 13:39

 

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 1300 ადამიანიდან პოლიციის განყოფილებებში ამჟამად 152 პირი რჩება. შაბათს, აქციაზე დაკავებულების პატიმრობაში ყოფნის ვადა დღეს იწურება. დღის ბოლომდე ისინი ან უნდა გაუშვან, ან ადმინისტრაციული წესით გაასამართლონ. თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ მათ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლით წაუყენონ ბრალდება და აღმკვეთი ღონისძიებაც შეუფარდონ.

 

შაბათს, მოსკოვის მერიასთან საპროტესტო აქციაზე 10 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებდნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი