logo_geo
„Disney“-მ ყოველწლიური შემოსავლის მსოფლიო რეკორდი მოხსნა
- +

29 ივლისი. 2019. 16:26

 

კომპანია „The Walt Disney Company“-მ მიღებული ყოველწლიური შემოსავლის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ივლისის თვეში სტუდიამ იმაზე მეტი ფული მოაგროვა, ვიდრე ნებისმიერ სხვა კინოკომპანიას გამოუმუშავებია მთელი წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას „Quartzy“ ავრცელებს.

 

„Disney“-ის წარმომადგენლების განცხადებით, ამ დროისთვის კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7,67 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს უკვე მიღებული. წინა რეკორდი ასევე „Disney“-ს ეკუთვნის და ის 2016 წელს დაამყარა - 7.61 მილიარდი აშშ დოლარი.

 

ყველაზე შემოსავლიან ფილმებად სახელდება: „შურისმაძიებლები“, „კაპიტანი მარველი“ და „ალადინი“. თითოეულმა მათგანმა მსოფლიო კინოგაქირავებიდან მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ამ მაჩვენებელს ასევე უახლოვდება ანიმაციური ფილმები „სათამაშოების ისტორია 4“ და „მეფე ლომი“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი