logo_geo
ავსტრიელმა სახლში ნაპოვნი 270 ათასი ევრო პოლიციას ჩააბარა
- +

18 თებერვალი. 2017. 02:23


 

„ავსტრიული ქალაქის, გრაცის მცხოვრებმა ახალი სახლის სარდაფში 269,5 ათასი ევრო აღმოაჩინა და უმალ პოლიციას აცნობა", - წერს Kronen Zeitung-ი.


გაზეთის ცნობით, 42 წლის კაცი ახალ სახლში საცხოვრებლად ამ წლის დასაწყისში გადავიდა. სარდაფის დალაგების დროს მუყაოს ყუთი იპოვა, რომლშიც 500-ევროიანი ბანკნოტების შეკვრა იყო. კანონმორჩილი მოქალაქე უმალ პოლიციას დაუკავშირდა, რადგან იფიქრა, რომ ფული შეიძლება კრიმინალთან ყოფილიყო დაკავშირებული.


პოლიცია დეტალებზე არ ლაპარაკობს, თუმცა ადასტურებს, რომ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი