logo_geo
Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
- +

18 თებერვალი. 2017. 03:16



სამხრეთ კორეაში კომპანია Samsung-ის  ვიცე-პრეზიდენტი ლი ჯაე იონგი კორუფციული მაქინაციების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი forbes-ი ავრცელებს.


კორუფციული სკანდალი სამხრეთ კორეაში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვილმა სამხრეთკორეულმა კორპორაციებმა, მათ შორის Samsung-მა  ქვეყნის მმართველთან დაახლოებული ქალის მიერ შექმნილ ფონდებში დიდი რაოდენობის ფული პრეფერენციების მიღების სანაცვლოდ გადარიცხეს. საუბარია 36 მილიონ დოლარზე, რომელიც დაკავებულმა ამ კონკრეტულ ფონდში გადარიცხა, საპენსიო მომსახურებისთვის განკუთვნილი ორი შვილობილი კომპანიის შერწყმის პროცესის მხარდასაჭერად.


 

big_banner
არქივი