„Euronews“-ის ცნობით, აგენტი 007-ის ლეგენდარულ ავტომობილს აგვისტოში აუქციონზე გაყიდიან.
საუბარია „Aston Martin“-ის მარკის 4-დან ერთ-ერთ ავტომობილზე, რომელიც მაყურებელმა „ბონდიანას“ პირველ ფილმებში იხილა.
ბოლო 50 წლის განმავლობაში ამ ავტომობილმა სამი მფლობელი გამოიცვალა. 15 აგვისტოს ის კალიფორნიაში „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდება. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, ის 6 მილიონ დოლარად გაიყიდება.
გასულ წელს ჯეიმს ბონდის კიდევ „Aston Martin“ თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა.