logo_geo
რუსეთში 2,8 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი იწვის
- +

1 აგვისტო. 2019. 10:30

 

რუსეთში ტყის ხანძრების უამრავი კერაა, თუმცა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ირკუტსკის ოლქში, კრასნოიარსკის მხარეში, ბურიატიის და იაკუტიის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე. ამ რეგიონებში შემოღებულია საგანგებო სიტუაციის რეჟიმი.

 

რუსეთში ხანძრის სხვადასხვა კერის საერთო ფართობი დღეისთვის 2,8 მილიონ ჰექტარს მოიცავს. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება, მაგრამ კვამლმა დაფარა ურალის და ვოლგისპირეთის ქალაქები, სამხრეთით კი მონღოლეთამდე მიაღწია.

 

ტყის ხანძრების ჩაქრობა რუსეთში არსებული კანონით და პრაქტიკით ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებში შედის, თუმცა სიძვირის გამო დასახლებულ პუნქტებთან მიახლოებამდე ცეცხლს არ ებრძვიან.

 

დღეს რუსეთის აღმოსავლეთში პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გაემგზავრა და ხანძართან ბრძოლას თვითონ უწევს კოორდინაციას. მან გუბერნატორებს, საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის სამინისტროებს კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა დაუსახა. ამჟამად ხანძარს ებრძვის 2720 ადამიანი, რამდენიმე ათეული ტექნიკა და 28 თვითმფრინავი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი