logo_geo
ირანის პრეზიდენტი: ამერიკელები ბავშვებივით იქცევიან
- +

1 აგვისტო. 2019. 12:48

 

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას „ბავშვური საქციელი“ უწოდა.

 

„ისინი (ამერიკელები) ბავშვებივით იქცევიან. ყოველდღე აცხადებდნენ: „საუბარი გვინდა, ყველანაირი წინაპირობის გარეშე“. ახლა კი საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებენ“, - განაცხადა ჰასან როუჰანმა.

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ჯავად ზარიფს სანქციები ოთხშაბათს დაუწესა. შეზღუდვების ზუსტი ჩამონათვალი ჯერ უცნობია.

 

 

 

big_banner
არქივი