ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას „ბავშვური საქციელი“ უწოდა.
„ისინი (ამერიკელები) ბავშვებივით იქცევიან. ყოველდღე აცხადებდნენ: „საუბარი გვინდა, ყველანაირი წინაპირობის გარეშე“. ახლა კი საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებენ“, - განაცხადა ჰასან როუჰანმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ჯავად ზარიფს სანქციები ოთხშაბათს დაუწესა. შეზღუდვების ზუსტი ჩამონათვალი ჯერ უცნობია.