logo_geo
ნიდერლანდებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბურქით სიარული აიკრძალა
- +

1 აგვისტო. 2019. 16:50

 

ნიდერლანდებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბურქით სიარული აიკრძალა. კანონი, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდა, კრძალავს სახის დაფარვას საჯარო სივრცეებში, მათ შორის სკოლებში, საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული რეგულაცია სადავო იყო და კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ბურქას აკრძალვა მუსლიმი ქალების ჩაგვრაა.

 

კანონის მიხედვით, პოლიცია ვალდებულია ქალებს სთხოვოს სახის გამოჩენა. თუ ვინმე ამაზე უარს იტყვის, მას არ დაუშვებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და დააჯარიმებენ 150-მდე ევროთი.

 

კანონი ასევე კრძალავს ე.წ. ბალაკლავებითა და ისეთი ჩაფხუტებით გადაადგილებას, რომელიც მთლიან სახეს ფარავს.

 

მსგავსი აკრძალვები მოქმედებს დანიასა და საფრანგეთშიც. საფრანგეთში აღნიშნული კანონი დაახლოებით 10 წლის წინ მიიღეს და იგი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი რეგულაცია ამოქმედდა. თუმცა, გასულ წელს გაერომ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებებს არღვევს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი