logo_geo
ინდოელმა ექიმებმა 7 წლის ბიჭს 526 კბილი ამოუღეს
- +

1 აგვისტო. 2019. 17:19

 

ინდოეთში ექიმებმა 7 წლის ბავშვს 526 კბილი ამოუღეს. ამის შესახებ The Times of India წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბიჭი საავადმყოფოში ქვედა ყბის ძლიერი ტკივილის გამო მოხვდა.

 

კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და რენტგენმა დაადგინა, რომ ბავშვს პირში კბილებით სავსე უზარმაზარი სიმსივნე აქვს. ექიმებმა სასწრაფო ოპერაცია დანიშნეს, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ამოღებული კბილების ზომა 0,1-დან 15 მილიმეტრამდე მერყეობდა.

 

ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ის თავს კარგად გრძნობს.

 

ასეთი ანომალიის მიზეზები ექიმებისთვის გაურკვეველი რჩება. სავარაუდო ვერსიებად გენეტიკური პათოლოგია ან მობილური კავშირის ანძებით გამოწვეული რადიაცია სახელდება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი