სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მეგობართან და დიზაინერთან, მიშა ნონუსთან ერთად ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს.
ეს იქნება საქველმოქმედო კოლექცია და თითოეული გაყიდული მოდელიდან ერთი მოდელი ორგანიზაცია Smart Works-ს გადაეცემა, რომელიც ქალებს სამუშაოს მოძიებაში ეხმარება და ტანსაცმლით უზრუნველყოფს.
გამოცემა JUST JARED წერს, რომ მეგანმა პარტნიორობა ასევე შესთავაზა მოდის ბრენდებს Marks & Spencer-ს, John Lewis & Partners-ს და Jigsaw-ს.
„Smart Work-ში ყოველთვის არაა შესაბამისი ზომის, სტილის სამოსი და ქალებს არჩევანის გაკეთება უჭირთ. მსურს, რომ ორგანიზაციისთვის კლასიკური სტილის კოლექცია შევქმნა“, - აღნიშნა British Vogue-სთან ინტერვიუში მარკლმა.
სასექსის ჰერცოგინია ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის ნომრის მიწვეული რედაქტორია, რომელიც ქალთა გაძლიერებას ეძღვნება. მარკლმა მოდის პრესტიჟული ჟურნალის ყდაზე 15 ქალის პორტრეტი გაიტანა.
ტანსაცმლის ახალი ხაზი სექტემბერში გამოვა.