logo_geo
ოსამა ბინ ლადენის შვილი გარდაიცვალა
- +

1 აგვისტო. 2019. 22:35

 

„ალ ქაიდას“ დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა გარდაიცვალა, ამ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია აშშ-ს სპეციალურმა სამსახურმა მოიპოვა, თუმცა ცნობა ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

 

ოფიციალური პირები ჯერ არ საუბრობენ იმის შესახებ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ჰამზა ბინ ლადენი.

 

2017 წლის იანვარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰამზა ბინ ლადენი ტერორისტების სიაში შეიყვანა. მისი აქტივები აშშ-ში გაყინეს, ხოლო ამ ქვეყნის მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აეკრძალათ. ბოლო წლებში ჰამზა ბინ ლადენმა გამოაქვეყნა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც აშშ-ის წინააღმდეგ მოწოდებები ისმოდა, რომ ისლამისტებს შური ეძიათ ოსამა ბინ ლადენის გამო.

 

ოსამა ბინ ლადენი სპეცრაზმმა პაკისტანში 2011 წელს მოკლა.

 

 

 

big_banner
არქივი