logo_geo
ტაივანში 6 ბომბი აფეთქდა
- +

2 აგვისტო. 2019. 11:27

 

 

ტაივანის პოლიციის მაღალჩინოსნის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკში, სამ რაიონში ექვსი ბომბი აფეთქდა, მეშვიდე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი აფეთქებამდე აღმოაჩინეს. აფეთქებები დაემთხვა მსხვილ საერთაშორისო ფორუმს. ბანგკოკში მიმდინარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოებიდან მაღალი დონის სტუმრები, მათ შორის ჩინეთისა და აშშ-ის დელეგაციები ესწრებიან. ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობს.

 

აფეთქებები თითქმის ერთდროულად განხორციელდა ადგილობრივი დროით 9-დან 10 საათამდე. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ოთხი ადამიანი დაიჭრა და ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

 

პასუხისმგებლობა აფეთქებებზე არავის აუღია.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პრაიუტ ჩან-ო-ჩა ინციდენტებს „ტვიტერით“ გამოეხმაურა.

 

„მინდა, დავგმო ის ადამიანები, რომლებიც ანგრევენ მშვიდობას და ზიანს აყენებენ ქვეყნის იმიჯს“, - დაწერა პრემიერმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი