ლიბიის სანაპიროსთან 20 ადამიანის ცხედარი გამოირიყა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მიგრანტები არიან, რომელთა ნავიც გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა.
შედეგად, ტრაგედიის მსხვერპლთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის დაკარგულად მიიჩნევა კიდევ 80-მდე ადამიანი.
ლიბიის სანაპირო დაცვამ და ადგილობრივმა მეთევზეებმა 134 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.