logo_geo
იენს სტოლტენბერგი: NATO არ გადადგამს მოუფიქრებელ ნაბიჯებს და რუსეთის მიბაძვას არ შეეცდება
- +

2 აგვისტო. 2019. 19:52

 

 

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეათანხმა გეგმა, რომელიც რუსეთის მიერ ახალი რაკეტების შესაძლო განლაგებას დაუპირისპირდება.

 

„მნიშვნელოვან რისკებს, რომელიც მომდინარეობს რაკეტა „9М729“-სგან, ნატო აწონილად და პასუხისმგებლობით მოეკიდება. ჩვენ ბალანსირებული, კოორდინიებული და თავდაცვითი ზომების პაკეტი შევათანხმეთ. NATO „არ გადადგამს მოუფიქრებელ ნაბიჯებს და რუსეთის მიბაძვას არ შეეცდება. ჩვენ არ გვინდა ახალი გამალებული შეიარაღება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ამასთან, ალიანსის დიპლომატების თქმით, NATO აცხადებს, რომ ამერიკაში ბაზირებული რაკეტების რაოდენობა გაიზრდება, ასევე სავარაუდოდ მოიმატებს აშშ-ს იმ თვითმფრინავების ფრენების ინტენსივობა ევროპის გარშემო, რომლებსაც ბირთვული ბომბების ტარება შეუძლიათ. ნოემბერში აშშ საშუალო სიშორის რაკეტის გამოცდასაც გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების აკრძალვის შესახებ 1987 წლის ხელშეკრულების მოქმედება დღეს გაუქმდა. NATO-ს სახელმწიფოებმა ამ ხელშეკრულების დარღვევაში რუსეთს დასდეს ბრალი და მისი მოქმედების შეწყვეტაზეც სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი