logo_geo
მეცნიერები: ევროპაში რეკორდული სიცხე გლობალურმა დათბობამ გამოიწვია
- +

3 აგვისტო. 2019. 01:39

 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საფრანგეთსა და ჰოლანდიაში დაფიქსირებული რეკორდული ტემპერატურა შესაძლოა ყოველ 50-150 წელიწადში განმეორდეს. ამის შესახებ „france24“ წერს. 

 

გამოცემის ცნობით, თუ ადამიანი კლიმატზე გავლენას არ მოახდენს, მაშინ ანალოგიური შემთხვევები 1000 წელიწადში ერთხელ მოხდება. მეცნიერების განცხადებით, ევროპაში რეკორდული სიცხე უფრო ინტენსიური იქნება.

 

„ტემპერატურა გაიზრდება, თუ ჩვენ კლიმატის ცვლილებისთვის არაფერს გავაკეთებთ. თუ არ შევამცირებთ გამონაბოლქვს ატმოსფეროში. თუ ახლა ევროპისთვის რეკორდულია ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსი, 2050 წელს 45 გრადუსი იქნება“, - აცხადებენ მეცნიერები. 

 

2019 წლის ივლისში ევროპა რეკორდული სიცხის მეორე ტალღამ მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს. ქალაქ ბორდოში 41.2C დაფიქსირდა.

 

ამინდის მონაცემების წინასწარი ანალიზის შედეგად, მიმდინარე წლის ივლისი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. ამის შესახებ სააგენტო „Copernicus Climate Change Service“-ის თანამშრომლები იუწყებიან. მათ ანგარიშს „BBC“ აქვეყნებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი