logo_geo
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა
- +

3 აგვისტო. 2019. 10:46

 

 

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

 

სუმატრასა და ჯავაზე 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხეც გამოცხადდა, რის გამოც სანაპირო ზოლზე მცხოვრები ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

როგორც „როიტერსი“ იუწყება, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ დედაქალაქ ჯაკარტაშიც იგრძნობოდა. ძლიერი ბიძგების დროს 34 სახლი მთლიანად დაინგრა, ათობით შენობა კი, ნაწილობრივ დაზიანდა.

 

ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, რის გამოც ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრები საკმაოდ ხშირად ხდება, მიწისქვეშა ბიძგები კი, ხშირ შემთხვევაში ცუნამს იწვევს.

 

ინდონეზიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა და ცუნამი 2004 წელს მოხდა. მაშინ მასშტაბურ სტიქიის შედეგად 226 ათასი ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი