logo_geo
უკრაინაში 119 არალეგალი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან
- +

3 აგვისტო. 2019. 13:22

 

კიევში სამართალდამცავებმა არალეგალი მიგრანტები დააკავეს, რომლებიც ბაზარ „ტროეშჩინაში“ მუშაობდნენ. ამის შესახებ ეროვნული პოლიციის პრესსამსახური იტყობინება. სულ 119 ადამიანია დაკავებული. ისინი საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. მათ მიმართ ადმინისტრაციული ოქმები შეადგინეს. პოლიციის განმარტებით, მათ „უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და უკრაინის ტერიტორიის ტრანზიტით გავლის წესები“ დაარღვიეს.

 

დაკავებულებიდან 50 ადამიანს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, ნაწილს უკრაინაში ყოფნის ვადა შეუმცირეს, ხოლო ნაწილი დროებით უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსების პუნქტებში გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი