logo_geo
მოსკოვში აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 346-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები და უცხოელი ტურისტი
- +

3 აგვისტო. 2019. 18:09

 

მოსკოვში აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 346-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები და უცხოელი ტურისტი.

 

სამართალდამცავებმა პუშკინის მოედანი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაწმინდეს. მოედანს ამ დროისთვის პოლიციის კორდონი იცავს. აქციის მონაწილეებმა ბულვარებისკენ გადაინაცვლეს.

 

აქციის დაშლისას დაშავდა BBC-ის კორესპონდენტი პიოტრ კოზლოვი. ხოლო ტელეარხ „დოჟდის“ კორესპონდენტი ვლადიმირ რომენსკი და „ვედომოსტის“ კორესპონდენტი ელენა ვავინა დააკავეს. პუშკინის მოედანზე ასევე დააკავეს უცხოელი ტურისტი. მოედან „ტრუბნოიზე“ დააკავეს „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი ალბუროვი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ველოსიპედით იყო, ველოსიპედიანად ჩასვეს პოლიციის ავტობუსში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი