logo_geo
ტეხასის შტატის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა
- +

4 აგვისტო. 2019. 10:42

 

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ მყოფ მოქალაქეებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. დაკავებულია 21 წლის თეთრკანიანი, რომლის ვინაობასაც პოლიცია არ ახმაურებს. თუმცა ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის გვარ-სახელი პატრიკ კრუსიუსია.

 

ელ-პასოს პოლიციის შეფის გრეგ ალენის განცხადებით, დანაშაული ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე.

 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამორბიან ადამიანები სავაჭრო ცენტრიდან. თვითმხილველების თქმით, პანიკის დაწყების შემდეგ სროლა უფრო ინტენსიური გახდა.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი