logo_geo
სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მამაკაცი, რომელიც ტეხასის სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული
- +

4 აგვისტო. 2019. 10:44

 

 

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მამაკაცი, რომელიც ტეხასის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული. კადრებზე აღბეჭდილია, როგორ შედის სავაჭრო ცენტრში ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც ყურსასმენები უკეთია.

 

ის პოლიციამ დააკავა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 21 წლის პატრიკ კრუსიუსია.

 

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა.

 

ელ-პასოს სავაჭრო ცენტრის მომხმარებელთა დიდ ნაწილს მექსიკელები შეადგენენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი