logo_geo
ჯონ ეშვორტი: სექტემბერში დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შეეცდება, ე.წ. ხისტი ბრექსიტი შეაჩეროს
- +

4 აგვისტო. 2019. 14:51

 

სექტემბერში დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შეეცდება, ე.წ. ხისტი ბრექსიტი შეაჩეროს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის, ჯონ ეშვორტის თქმით, იმისთვის, რომ მთავრობამ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს, აუცილებელია, ეს საკითხი ჯერ პარლამენტში დააყენოს.

 

„როცა სექტემბერში პარლამენტი მუშაობას განაახლებს, მოგვეცემა შანსი, შევაჩეროთ ეს ინიციატივა. მთავრობა ვალდებულია, აღნიშნული საკითხი ჯერ პარლამენტს წარუდგინოს. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ და არ დავუშვათ, ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს“ , – განაცხადა ჯონ ეშვორტმა.

 

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მრჩეველმა, დომინიკ კამინგსმა განაცხადა, რომ კანონმდებლები ამ ინიციატივის დაბლოკვას ვერ მოახერხებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი